გაკვეთილის გეგმა

მანანა სეხნიაშვილი  
საგანი - გეოგრაფია, ისტორია და სახვითი ხელოვნება                                                          კლასი –––––IX კლასი



 თემის  სახელწოდება


ტრადიციების გეოგრაფია
 გაკვეთილის სასწავლო მიზნები
იმსჯელებს საქართველოს კუთხეებში გავრცელებული ტრადიციული ჩაცმულობის, არქიტექტურის, ხელოვნების ნიმუშებისა და სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე და დაუკავშირებს მათ გარემოს თავისებურებებს.
  გამოიკვლევს, რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების
 ნიმუშებს შორის.
იმსჯელებს ქართული ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლების შექმნის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.

წინარე ცოდნა
მოსწავლემ შეუძლია საქართველოს მხარეების ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება.
შეუძლია განასხვავოს არქიტექტურული ძეგლების ტიპები.
შეუძლია განასხვავოს ეპოქები და იცნობს კულტურის მცნების დეფინიციებს.
სწავლის შედეგები  
 
გეოგრაფიის საგნობრივი სტანდარტი:
გეო. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქართული ტრადიციები გეოგრაფიულ თავისებურებებთან მიმართებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აკავშირებს ხალხური არქიტექტურის მრავალფეროვნებას საქართველოს ბუნებრივ პირობებთან; ადარებს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის სამოსახლოს და მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (ნახატი, ცხრილი და სხვა);
მსჯელობს საქართველოს კუთხეებში გავრცელებული ტრადიციული ჩაცმულობის, სამზარეულოსა და სუფრის თვითმყოფადობაზე, უკავშირებს მათ გარემოს თავისებურებებს, ადარებს ერთმანეთს და მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (წერს თემას, აკეთებს სტენდს, ჩანახატს და სხვა).
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნობრივი სტანდარტი:
. . IX. 7. მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს, რა ხერხებით არის შენარჩუნებული და დაცული ქართულ ხელოვნებაში ხალხური შემოქმედების ტრადიციები;
იკვლევს, რა მსგავსება და განსხვავება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს შორის (არქიტექტურა, კედლის მხატვრობა და სხვ. ).

საქრთველოს ისტორიის საგნობრივი სტანდარტი
ისტ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ჩამოთვლის ქართული კულტურის ყველაზე მეტად წარმატებულ დარგებს;
მსჯელობს ქართული ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლების შექმნის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.

     მიმდინარეობა

(აქტივობები და დრო)
აქტივობა № 1.  გამოწვევა  - 5წთ.
მასწავლებელი აჩვენებს საქართველოს სახავადასხვა მხარის არქიტექტურისა და  სამოსელის ფოტოებს (სლაიდებს). მოსწავლეები ცდილობენ გამოიცნონ რომელი მხარის სამოსი ან არქიტექტურის ნიმუშია მოცემული ფოტოზე. 
აქტივობა 2. ტექსტსა და ფოტოებზე მუშაობა
მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ბარათებს.
I ბარათზე წერია ტექსტიარქიტექტურა";
II ბარათზე - „სამზარეულო და სუფრის ტრადიციები";
III ბარათზე - „ქართული ხალხური სამოსელი".

დავალება: განიხილეთ ტექსტები და დაადგინეთ:
1. რა გავლენას ახდენს გეოგრაფიული მდებარეობა და გარემო პირობები არქიტექტურაზე, ხალხურ სამოსელზე, სამზარეულოსა და სუფრის ტრადიციებზე.
2. საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნება, ხალხური შემოქმედება დააკავშირეთ გეოგრაფიულ მდებარეობასთან.
3. დაადგინეთ, რა გავლენას ახდენს ისტორიული მოვლენები ხელოვნების ნიმუშებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნებაში.
პრეზენტაცია წარმოადგინეთ თქვენთვის სასურველი ფორმით.
აქტივობა3. პრეზენტაცია - 10 წთ.
ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევრებს და გამოაქვთ დასკვნა.
აქტივობა4. შეფასება 5წთ.
საშინაო დავალება: მოსწავლეებმა მოამზადონ პრეზენტაცია თავიანთი მხარის, ქალაქის ან სოფლის არქიტექტურაზე, სამოსელსა და სამზარეულოზე.
           შეფასება
ჯგუფური მუშაობა. პრეზენტაცია.
ფასდება ინფორმაციის მოძიების, კლასიფიცირების, ანალიზისა და სხვა სახით წარმოდგენის უნარი. ანალიზისა და დასკვნის გამოტანის უნარი, პრეზენტაციის უნარი.
შეფასების ტიპები:  განმსაზღვრელი, განმავითარებელი.
            რესურსები
საქართველოს ფიზიკური რუკა, ფორმატის ქაღალდი, მარკერი, IX - კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო, ტექსტები და ფოტოები.

Комментариев нет:

Отправить комментарий