შეფასების რუბრიკები

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

შეფასება
1-2
3-5
6-7-8
9-10
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურობა, მოსმენის კულტურა, მობილიზება
მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში. პასიურია
გაკვეთილში ნაწილობრივაა ჩართული, უჭირს კონცენტრირება.
გაკვეთილზე აქტიურის, კონცენტრირებული, უსმენს მოსაუბრეს
გაკვეთილზე აქტიურია, მობილიზებული, კონცენტრირებული, უსმენს მოსაუბრეს
ინფორმაციის წყაროების შეჯამების უნარი, ჯგუფში მუშაობა, თანამშრომლობა
ჯგუფის მუშაობაში არ შეაქვს წვლილი, არ თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან
ჯგუფის მუშაობაში ხანდახან შეაქვს წვლილი, თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან, ნაწილობრივ ახერხებს შეაჯამოს ინფორმაცია
კარგად ახერხებს შეაჯამოს ინფორმაცია და წყაროები თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან,
კარგად ახერხებს შეაჯამოს, გააანალიზოს ინფორმაცია და წყაროები, ჯგუფის მუშაობაში შეაქვს წვლილი, არის გამოხატული ლიდერი
საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით
უჭირს საკუთარი მოსაზრების გამყარება ფაქტებითა და არგუმენტებით, საკითხის დასმისას არაკონკრეტულია.
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას მწირი ფაქტებითა და არგუმენტებით, საკითხის დასმისას არაკონკრეტულია
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას ფაქტებითა და არგუმენტებით, საკითხის დასმისას კონკრეტულია
კარგად ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას არა მხოლოდ ფაქტებითა და არგუმენტებით, არამედ პარალელებითა და ანალიზით, საკითხის დასმისას კონკრეტულია

შეფასების რუბრიკები

Комментариев нет:

Отправить комментарий